Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" დეპუტატთა ნაწილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს


საპარლამენტო უმრავლესობის 8 დეპუტატმა წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერების შესახებ.

დეპუტატთა ამ ჯგუფის მიერ გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ განმარტა, რომ ინიციატივის თანახმად, იუსტიციის საბჭომ უნდა შეაჩეროს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა ეფუძნება კონსტიტუციის გარდამავალი დებულებების სპეციალურ მუხლს, რომლითაც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საბჭოს შეუძლია არ გამოიყენოს უვადოდ გამწესება და მოხდეს გამოსაცდელი ვადით დანიშვნა.

ეკა ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორთა პოზიციაა, რომ უნდა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და ამის შედეგად სასამართლო სისტემაში უნდა დაინიშნონ ახალი მოსამართლეები.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, კობა ნარჩემაშვილი. ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე და უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG