Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი ამბობს, რომ „სიკვდილი ამერიკას“ მიმართულია ამერიკელი ლიდერების წინააღმდეგ


აიათოლა ალი ხამენეი
აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სლოგანი „სიკვდილი ამერიკას“, მიმართულია აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი პირების და არა ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. „სიკვდილი ამერიკას ნიშნავს, სიკვდილი ტრამპს, [უშიშროების საკითხების მრჩეველ ჯონ] ბოლტონს და [სახელმწიფო მდივან მაიკ] პომპეოს. ეს ნიშნავს ამერიკის მმართველების სიკვდილს“, - განაცხადა ხამენეიმ ირანის სამხედრო-საავიაციო ძალების ოფიცრებთან შეხვედრაზე, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის 40-ე წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა.

ეს სლოგანი რეგულარულად გამოყენება ირანში სახელმწიფო მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებისა და შეკრებების, მათ შორის პარასკევის ლოცვის დროს.

ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ირანი მანამდე არ შეწყვეტს სკანდირებას „სიკვდილი ამერიკას“, სანამ აშშ-ი აგრძელებს ირანის საქმეებში ბარბაროსულ და ბოროტ ჩარევას“.

თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-ი გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებიდან და კვლავ დაუწესა სანქციები ისლამურ რესპუბლიკას.

XS
SM
MD
LG