ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი. სამართალდამცავებმა გადაწყვეტილება მიიღეს ექიმების დასკვნის საფუძველზე. ბრალდებულს სამედიცინო გამოკვლევა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჩაუტარდა.
გამოძიების ინფორმაციით, 10 თებერვალს, ქალაქ რუსთავში, ბიძამ დანით მოკლა 13 წლის ბიჭი. საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით.
დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათთ ადრე მიიყვანეს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრში, სადაც 3 ათასი ლარი მოთხოვეს.
ეს ინფორმაცია „პალიტრა TV”-სთან საუბრისას უარყო ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ. მისი განცხადებით, პირს, რომელიც სავარაუდოდ, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა და საშიში მოქმედება არ აღენიშნებოდა, შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობდა და უარი თქვა სტაციონარში მოთავსებაზე.