Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ხურვალეთთან რუსეთის ქმედებებს პროვოკაციად აფასებს


რუსეთის საოკუპაციო ძალების "სათვალთვალო კოშკურა" ხურვალეთთან
რუსეთის საოკუპაციო ძალების "სათვალთვალო კოშკურა" ხურვალეთთან

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს აფასებს რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციად, რომელსაც გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა.

პრეზიდენტის ეს პოზიცია მისმა პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა მედიას დღეს გააცნო. მისი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა განიხილა ეუთოს თავმჯდომარესთან, მიროსლავ ლაიჩაკთან, რომელსაც ამ კვირაში შეხვდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთთან გასულ კვირაში აღმართეს ე.წ. სათვალთვალო კოშკურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG