Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება უკრაინელი მეზღვაურების წინასწარი პატიმრობის შესახებ


მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება შარშან ნოემბერში ქერჩის სრუტესთან დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების - კერძოდ, 24 კაციდან ოთხის - წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ.

გასულ თვეში მოსკოვის ლეფერტოვოს სასამართლომ გააგრძელა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ბრალდებული მეზღვაურების წინასწარი პატიმრობის ვადა.

7 თებერვალს სასამართლომ უარყო ოთხი მეზღვაურის სარჩელი პატიმრობის გაგრძელების წინააღმდეგ. მომდევნო დღეებში განიხილავენ დანარჩენი უკრაინელი მეზღვაურების სარჩელებსაც.

რუსეთს მეზღვაურები დაკავებული ჰყავს 25 ნოემბერს მათი ხომალდებისათვის ცეცხლის გახსნის შემდეგ. მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინის ხომალდები უკანონოდ შევიდნენ ტერიტორიულ წყლებში ყირიმთან, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, უკრაინელ მეზღვაურებს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები უკანონოდ მიიჩნევენ უკრაინელი მეზღვაურების დაპატიმრებას და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG