Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფება ბრიუსელში, სადაც დღეს იწყება ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომა.

ლევან იზორია შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და მის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მასპინძლობით მარტში დაგეგმილი ნატო-საქართველოს სწავლება NATO-GEO EXERCISE 2019, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი.

ბრიუსელში ვიზიტისას ლევან იზორია შეხვდება ლიეტუვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებსაც და ნატოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს, კეი ბეილი ჰაჩისონს.

XS
SM
MD
LG