13 თებერვალს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ალექსანდ ლუკაშენკო სოჭში შეხვდებიან ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი სხვადასხვა „ოფიციალური კურატორების“ მონაწილეობით, აუცილებლობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მას არ დაუზუსტებია, თუ რა საკითხების გარშემო ისაუბრებენ ორი ქვეყნის ლიდერები. აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ოთხშაბათს მთელი დღის განმავლობაში ცალკე იგეგმება შეხვედრა დელეგაციებს შორისაც.
ოფიციალური კონტაქტები ორ ლიდერს შორის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პუტინი და ლუკაშენკო წელს პირველად მართავენ ორმხრივ შეხვედრას. შარშან დეკემბერში კი ისინი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
დიდი რეზონანსი მოჰყვა ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებას გასული წლის ბოლოს.
„სუვერენიტეტი წმინდაა ბელორუსთათვის“, - განაცხადა ლუკაშენკომ 14 დეკემბერს მინსკში, რუს ჟურნალისტებთან საუბარში.
ბელორუსია და რუსეთი გაერთიანებული არიან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში, რომელიც ძირითადად ქაღალდზე არსებობს.