Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ორი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს


აფხაზმა „მესაზღვრეებმა“ დააკავეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ორი მცხოვრები. მათ ბრალად ედება ე.წ. საზღვრის დარღვევა.

განმუხურელმა რესპონდენტმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ მისი თანასოფლელები დაკარგულ ცხენს ეძებდნენ საოკუპაციო ხაზის მახლობლად.

ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაკავებას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მისი განცხადებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მიმდინარეობს მუშაობა დაკავებულთა გასათავისუფლებლად.

XS
SM
MD
LG