Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტთა მსოფლიოს რეიტინგის მოწინავე ათეულში საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი მოხვდა


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 9-10 თებერვალს გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის - პარიზის გრან სლემის შედეგები ციფრებში გადაიყვანა და მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ტრადიციულად, მამაკაცთა და ქალთა შვიდ-შვით წონით კატეგორიაში განახლდა სარეიტინგო ცხრილები. ყველა წონის საერთო მონაცემებით კი საუკეთესოთა შორის საუკეთესოების რეიტინგ-სია შედგა.

მამაკაცებში, მსოფლიოს აბსოლუტურ რეიტინგს სათავეში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) უდგას - ოლიმპიური თამაშების ფინალისტის, მსოფლიოს ოთხგზის პრიზიორისა და ევროპის სამგზის ჩემპიონის ანგარიშზე 7908 ქულაა. მეორე ადგილს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იკავებს 7752 ქულით. მოწინავე ათეულში საქართველოს ნაკრების კიდევ სამი წევრია. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) მეექვსე ადგილზეა, ამირან პაპინაშვილი (60 კგ) - მეცხრეზე, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) - მეათეზე.

მსოფლიოს აბსოლუტურ რეიტინგში, ათეულში კიდევ ორი ქართველი მოხვდა, ოღონდ ისინი სხვა ქვეყნებს უხვეჭენ მედლებს და სარეიტინგო ქულებს. ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90 კგ) საერთო სიის მესამე ნომერია, რუსეთის ნაკრების წევრი რობერტ მშვიდობაძე (60 კგ) - მეხუთე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG