Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლადო ბედუკაძეს თავს დაესხნენ


შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ლადო ბედუკაძეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

წინასწარი ინფორმაციით, ციხის კადრების ავტორს რუსთაველის გამზირზე დაესხნენ თავს და თავდამსხმელი ყოფილი პატიმარია.

როგორც შს სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

„იდენტიფიცირებულია ორივე მხარე და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი“, - აცხადებენ უწყებაში.

შს სამინისტრო ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაესხა თავს ლადო ბედუკაძეს. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG