Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკაში მოხვდა ბედუკაძეზე სავარაუდო თავდამსხმელიც


სამედიცინო დახმარება დასჭირდა ლადო ბედუკაძეზე სავარაუდო თავდამსხმელსაც. ექიმების ინფორმაციით, მას ზედაპირული დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდა. თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას მალე გაწერენ კლინიკიდან.

კლინიკიდან უკვე გაწერილია თავად ლადო ბედუკაძე. ექიმების ინფორმაციით, მას სახისა და გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმები აღენიშნებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ციხის კადრების ავტორს რუსთაველის გამზირზე დაესხნენ თავს და თავდამსხმელი ყოფილი პატიმარია. სავარაუდოდ, თავდამსხმელს ფიზიკურად დაუპირისპირდა თავად ბედუკაძეც.

როგორც შს სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

„იდენტიფიცირებულია ორივე მხარე და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი“, - აცხადებენ უწყებაში.

შს სამინისტრო ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაესხა თავს ლადო ბედუკაძეს. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

XS
SM
MD
LG