Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უახლოესი ოთხი წლის განმავლობაშიც ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს. ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ქართულ ფეხბურთს 2015 წლიდან უდგას სათავეში, 2019 წლის 15 თებერვალს, სასტუმრო „ჰუალინგში“ გამართულ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო და თანამდებობა მეორე ოთხწლიანი ვადით ანდეს.

ლევან კობიაშვილის კანდიდატურას ყრილობაზე დარეგისტრირებულმა ყველა - 28 დელეგატმა დაუჭირა მხარი. მათივე გადაწყვეტილებით დამტკიცდა ფედერაციის აღმსკომი. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია კი ფედერაციის ასოცირებული წევრი გახდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას უეფასა და ფიფას წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG