საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფება.
ევროკავშირის დახმარებით ახმეტაში იწყება სოფლის განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებში შეიქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფი. პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ."
დღის მეორე ნახევარში, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე ჩავლენ პანკისის ხეობაში, სადაც შეხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და პედაგოგებს, რომლებიც ახლახან სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ.