Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლას მადუროს რეჟიმი ბრაზილიიდან ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ეწინააღმდეგება


ნიკოლას მადურო სამხედროებთან ერთად.

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ აშშ და რიგი სხვა სახელმწიფოები, ჩაკეტა ქვეყნის საზღვრები ბრაზილიასთან, რათა არ დაუშვას ქვეყანაში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. მანამდე ამავე მიზნით ჩაიკეტა საზღვრები მეზობელ კოლუმბიასთან.

ტონობით სურსათი და მედიკამენტები, რაც ვენესუელაში ძირითადად აშშ-იდან გაიგზავნა, ახლა ინახება კოლუმბიის ქალაქ კუკუტაში, ვენესუელის საზღვრის მახლობლად.

მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელელები „მათხოვრები არ არიან“. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-იდან ტვირთის მიღებას იმ საბაბით, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საფარი გახდება აშშ-ის ინტერვენციისთვის. ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰამილტონ მოურაუმ ფრანს-პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ვენესუელაში აშშ-ის შესაძლო შეჭრას უაზრობა უწოდა.
ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ, რომელსაც აშშ, ასევე ევროპისა და ლათინური ამერიკის ბევრი სახელმწიფო აღიარებს ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, ვენესუელის მოსახლეობას მოუწოდა, შაბათს, 23 თებერვალს, დახმარება გასწიონ ჰუმანიტარული ტვირთის გატარებაში - მიუხედავად იმისა, რომ მადურო სამხედრო ძალის გამოყენებით იმუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG