“თბილისი პრაიდი" ევროპის პრაიდ ორგანიზაციების ასოციაციის "ევროპრაიდის" და ასევე საერთაშორისო პრაიდ ასოციაციის "ინტერპრაიდის" წევრი გახდა. შედეგად, ევროპულ პრაიდ რუკაზე უკვე თბილისიც გაჩნდა, - ინფორმაციას „თბილისი პრაიდის“ საორგანიზაციო ჯგუფი ავრცელებს
ევროპრაიდი არის ევროპის ლგბტქ და პრაიდ ორგანიზაციების ქსელი, რომელიც 1992 წელს ლონდონში დაარსდა და ლგბტქ თემის უფლებებს იცავს და აერთიანებს სხვადახვა პრაიდ ორგანიზაციებს.