Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრო პოროშენკო: რუსეთს მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა ესაუბრო


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციას დღეს ცხადად ესმის რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმერ პუტინისგან მომავალი საფრთხე. რუსეთისგან მომავალი საფრთხეების შესახებ პოროშენკომ Fox News-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აწარმოოს თუ არა აშშ-ს პრეზიდენტმა მოლაპარაკებები რუსეთთან, პეტრო პოროშენკომ უპასუხა, რომ „რუსეთთან საუბარი მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება“.

პოროშენკომ ისაუბრა მოსკოვის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა, რომ პუტინის მიზანია "რუსეთის იმპერიის დიდება" აღადგინოს: "მას სურს განაახლოს, აღადგინოს, რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი და მისთვის ამ მიზნის მიღწევაში წითელი ხაზები არ არსებობს"- თქვა პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთთან კონტაქტი მხოლოდ მაშინ გამოიღებს შედეგს, თუ „გლობალური კოალიცია საკმაოდ ძლიერი იქნება და სანქციები ძალაში დარჩება“.

„აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია სწორად მოქმედებს არა მხოლოდ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ნაწილში, არამედ იმ საკითხშიც, რაც უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას უკავშირდება“, - დასძინა მან

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG