Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ მოეპოვება გზები აშშ-ის სანქციების გასანეიტრალებლად


ირანის მარალჩინოსანი ამბობს, რომ თეირანს ბევრი გზა აქვს ნავთობის ექსპორტზე აშშ-ის მიერ აღდგენილი სანქციების გასანეიტრალებლად - იუწყება ნახევრადოფიციალური სააგენტო "ტასნიმი".

ირანის უზენაესი ეროვნული სამჭოს მდივანმა, ალი შამხანიმ ასევე თქვა, რომ თეირანის მმართველი სასულიერო პირები არ გეგმავენ ვაშინგტონთან მოლაპარაკების გამართვას. "ჰორმუზის სრუტის დახურვის გარდა, სხვა გზებიც გვაქვს ნავთობის დინების შესაჩერებლად, თუკი საფრთხე გაჩნდება... აშშ-ის ადმინისტრაცია არ იჩენს კეთილ ნებას, ამერიკასთან მოლაპარაკების გამართვის საჭიროება არ არსებობს" - უთხრა შამხანიმ "ტასნიმს".

მან ასევე თქვა, რომ ირანმა საკუთარი გეგმების 90 პროცენტს მიაღწია სირიაში, იუწყება "ტასნიმი". აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მაისში გამოეთიშა 2015 წელს გაფორმებულ, საეტაპო მნიშვნელობის საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებდა და ირანს სანქციები აღუდგინა. ტრამპი აცხადებდა, რომ ხელშეკრულება ნაკლოვანი იყო, რადგან არ ითვალისწინებდა შეზღუდვას ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების განვითარებაზე, ან სირიაში, იემენში, ლიბანში და ერაყში მოკავშირეების მხარდაჭერაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG