„გასულ კვირაში CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ, ღიაკამერიანი გაზის დანადგარები კლავს!“ - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ 24 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, მოწამლულები აკრძალულ და საშიშ ღიაკამერიან გაზის გამათბობელს ან წყლის გამაცხელებელს მოიხმარდნენ.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს მოსახლეობას, სასწრაფოდ ჩახსნან ღიაკამერიანი გამაცხელებლები და გამათბობლები და ისინი დახურულკამერიანი გაზზე მომუშავე საყოფაცხოვრებო ტექნიკით ჩაანაცვლონ.