Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ბრალი წაუყენა რუსეთის გენერალს და ადმირალს


უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის შვიდი სამხედრო მოსამსახურის მიმართ შავ ზღვაში 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვის მოსამსახურეთა მიერ უკრაინის სამი ხომალდის და მათი ეკიპაჟების დაკავების გამო.

ეჭვმიტანილთა შორის არიან რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრ დვორნიკოვი და შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ვიცე-ადმირალი, ალექსანდრ მოისეევი, ასევე ხუთი სხვა მესაზღვრე.

მათ ბრალად ედებათ „აგრესიული ომის, ან აგრესიული სამხედრო ქმედების წარმოება“.

უფრო ადრე საქმე აღიძრა რუსეთის სხვა რვა სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის გემების დაკავების ოპერაციაში.

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან დაკავებული სამი ხომალდის 24 მეზღვაური მოსკოვში იმყოფება. კიევი დაკავებულებს სამხედრო ტყვეებად მიიჩნევს და რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG