Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საპარლამენტო კომიტეტში გამოდის


კობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განმარტავს ბანკის მიერ 25 თებერვალს გამოთქმულ პოზიციას საკომიტეტო მოსმენის ორი საკითხის მიმართ.

ეს საკითხებია კობა გვენეტაძის მოხსენება ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების თობაზე და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესზე.

ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ პირველ საკითხზე მოხსენება ნაადრევია, რადგან შედეგებზე დაკვირვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხოლო „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვა მიზანშეუწონელია კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რადგან მსგავსი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.

საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ესწრებიან „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე.

XS
SM
MD
LG