Accessibility links

site logo site logo

გიგა ბოკერია კობა გვენეტაძეს: კანონს ასრულებთ, ვალდებული ხართ მოხვიდეთ


გიგა ბოკერია

თურმე მადლიერები უნდა ვიყოთ, თუ ვინმე კანონის მოთხოვნებს ასრულებს? დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ პარლამენტი არსებობს, რომ ოპოზიციას უფლება აქვს ილაპარაკოს, დიდი მადლობა, რომ კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევთ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას რომ ვარსებობთ. ვერ გავიგე რა სულისკვეთებაა?! " ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პარლამენტის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.

ვალდებული ხართ რომ მოხვიდეთ. „ევროპული საქართველოს მოთხოვნა იყო თქვენი მობრძანება“-აღნიშნა გიგა ბოკერიამ, რომლის აზრითაც, „პოლიტიკური უტიფრობა და დამადლებაა" კობა გვენეტაძის მხრიდან პარლამენტში ისეთი ფორმატით მისვლა, რომელიც არ გულისხმობს დღის წესრიგით გათვალისწინებულ მთავარ საკითხებზე მოხსენებით წარდგენას.

გიგა ბოკერიამ მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს კომიტეტის სხდომაზე შეკითხვები დაუსვან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. “თუ ის არ გაგვცემს პასუხს ან დუმილით უპასუხებს, საზოგადოებამ ნახოს, როგორ წარდგება ის საზოგადოების წინაშე.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ .

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების საკითხზე მოხსენება ნაადრევია, ხოლო „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვა მიზანშეუწონელია კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG