ინდოეთმა განახორციელა „პრევენციული“ საჰაერო დარტყმა პაკისტანში ბაზირებულ ექსტრემისტებზე მას შემდეგ, რაც ქაშმირის ინდურ ნაწილში ათობით ინდოელი ჯარისკაცი შეიწირა მიმდინარე თვეში მოწყობილმა აფეთქებამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიჯაი გოხალეს განცხადებით, ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 26 თებერვლის დილას განახორციელეს დარტყმა ქაშმირელი ექსტრემისტების საწვრთნელ ბანაკზე ქალაქ ბალაქოთთან. ბალაქოთი მდებარეობს ქაშმირის პაკისტანური ნაწილის კიდეზე, 80-მდე კილომეტრში „საკონტროლო ზოლთან“, რომელიც მიჩნეულია დე ფაქტო საზღვრად ქაშმირში.
1947 წელს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის მომხდარი სამი ომიდან ორის მიზეზი იყო უთანხმოება ქაშმირის გარშემო.
ისლამაბადმა „აგრესია“ უწოდა ინდოეთის ავიაიერიშს და პირობა დადო, რომ მას უპასუხოდ არ დატოვებს. ისლამაბადი აცხადებს ასევე, რომ ავიაიერიშის სამიზნე უკაცრიელი ადგილი იყო.