Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგის ეპარქიაში „შეუსაბამოდ“ მიიჩნევენ აშშ-ის ატომურ დაბომბვაზე სიმღერას


სანქტ-პეტერბურგის ეპარქიაში „შეუსაბამო“ უწოდეს აშშ-ზე ბირთვული იარაღით თავდასხმის შესახებ სიმღერის შესრულებას და ადგილს, სადაც ის შესრულდა.

ეს რეაქცია მოჰყვა რუსეთში „მამულის დაცვის დღის“ აღსანიშნავად სანქტ-პეტერბურგის საკონცერტო გუნდის გამოსვლას ისაკის საკათედრო ტაძარში, სადაც კოლექტივმა შეასრულა სიმღერა „წყალქვეშა ნავზე, ანუ სამხედროების ანაზღაურება“. სიმღერა ანდრეი კოზლოვსკიმ დაწერა 1980 წელს.

სიმღერაში, რომელიც ისაკის ტაძარში კონცერტის ძირითადი პროგრამის ბოლოს შესრულდა, ასეთი სიტყვებია: „ატომური წყალქვეშა ნავითა და ასობით მეგატონის სიმძლავრის ათობით ბომბით გადავკვეთე ატლანტიკის ოკეანე და ვუძახი მემიზნეს, დაუმიზნე, პეტროვ, ქალაქ ვაშინგტონს“. იქვეა ფრაზაც: „მაპატიე, ამერიკავ, კეთილო ამერიკავ, მაგრამ ხუთასი წლის წინ შენ სულ ტყუილად აღმოგაჩინეს“.

სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიის კომუნიკაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნატალია როდომანოვამ სამშაბათს უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“, რომ „მოცემული რეპერტუარი საკმაოდ ცნობილი კოლექტივის შესრულებით, რასაკვირველია, გაკვირვებას იწვევს“. როდომანოვა გამოთქვამს სინანულს, რომ „ასეთი მოვლენა მოხდა პეტერბურგში, მითუმეტეს ისააკის ტაძარში“.

გუნდის ადმინისტრაცია და სიმღერის ავტორი სოციალურ ქსელში გუნდის საიტზე განმარტავენ, რომ სიმღერა 1980 წელს დაიწერა და სახუმაროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG