დღეს იწყება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. სალომე ზურაბიშვილი ბაქოში შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.
საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ნოვრუზ მამედოვს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოქტაი ასადოვს და პირველ ვიცე-პრეზიდენტს მეჰრიბან ალიევას, რომელიც აზერბაიჯანის პირველი ლედიცაა.
ორდღიანი ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი შეხვდება საქმიანი წრეების წარმომადგენლებსაც და ქართველ სტუდენტებს.
საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა კახის, ზაქათალის და ბელაქანის, მუნიციპალიტეტებს, სადაც აზერბაიჯანის ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები ცხოვრობენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და პოლიტიკურ-ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.