Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს მოუწოდებს დასაჯოს ნემცოვის მკვლელების შემკვეთები


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მეოთხე წლისთავზე აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობას "საჯაროდ გამოავლინოს მკვლელობის ორგანიზატორები და შემკვეთები და მართლმსაჯულებას წარუდგინოს ისინი".

26 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ნემცოვი "რჩება შთაგონების ფიგურად რუსეთში და მსოფლიოში ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იბრძვის სამართლიანობის, დემოკრატიის, და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლებისთვის".

ლიბერალი პოლიტიკოსი, ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი პუტინის მწვავე კრიტიკოსი იყო. ის 2015 წლის 27 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე. ნემცოვი 45 წლის იყო.

2017 წლის ივლისში მოსკოვმა ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო ოთხი კაცი ჩეჩნეთიდან და მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. ნემცოვის ოჯახის წევრები და ახლობლები თვლიან, რომ მისი მკვლელობა უფრო მაღალ დონეზე იყო შეკვეთილი და ამბობენ, რომ სამართლიანობა ვერ დამყარდება მანამ, სანამ შემკვეთები არ დაისჯებიან.

XS
SM
MD
LG