Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ასამართლებენ ცნობილი რუსი ჟურნალისტის, დმიტრი კისელიოვის ძმისშვილს


დმიტრი კისელიოვი, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი
დმიტრი კისელიოვი, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი

გერმანიაში სასამართლოს წინაშე წარდგა კრემლის პროპაგანდის გავრცელებით ცნობილი რუსი ჟურნალისტის, დმიტრი კისელიოვის ძმისშვილი, სერგეი კისელიოვი. მას ბრალად ედება აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებთან ერთად სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის დაგეგმვა.

სერგეი კისელიოვი გერმანიის მოქალაქეა. მისი სასამართლო პროცესი მიუნხენში იმართება. გამომძიებლების ინფორმაციით, 48 წლის კისელიოვმა 2014 წელს გაიარა სამხედრო წვრთნა ქალაქ სანქტ-პეტერბურგში.

გერმანიაში 2017 წლის ბოლოს დაიწყეს გამოძიება კისელიოვის საქმეზე, რასაც რამდენიმე თვეში მოჰყვა მისი დაკავება ბულგარეთში და შემდეგ უკვე გერმანიაში დაპორტაცია.

კისელიოვისთვის წაყენებული ბრალდებით, ის ამზადებდა დანაშაულს, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა სუვერენულ სახელმწიფოს და უკავშირდებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობას. გერმანიის კანონმდებლობით, ქვეყნის მოქალაქე ასეთი დანაშაულებისათვის ისჯება იმ შემთხვევებშიც, თუ ისინი საზღვარგარეთ აქვს ჩადენილი.

გაეროს მონაცემებით, 13 ათასამდე ადამიანი იქნა მოკლული აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად. უკრაინის მთავრობის ჯარები უპირისპირდებიან რუსეთის დახმარებით მებრძოლ სეპარატისტებს, რომლებიც აკონტროლებენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG