Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ბაქოს შემდეგ კახში ჩავიდა


ბაქოში გამართული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა.

პრეზიდენტის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საინგილოში მცხოვრები ბავშვები პრეზიდენტს ლექსებს ქართულად უკითხავენ.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას. ასევე, ბაქოში მცხოვრებ ქართველებს.​

"ჩვენი პარტნიორობა გაიზრდება და გაღრმავდება ყველა მიმართულებით. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, რაც მთელი რეგიონის გაძლიერებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის საწინდარი იქნება" - ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუკგვერდზე.

XS
SM
MD
LG