Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: წითელას ვერაფერი შეაჩერებს აცრის გარდა!


„მივმართავ მოსახლეობას! წითელას ვერაფერი შეაჩერებს აცრის გარდა. ამიტომ ყველა, ვინც აუცრელია ან ეჭვი ეპარება, აცრილია თუ არა, მიბრძანდეს და აიცრას, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ის მოუწოდებს დედებს, გადაამოწმონ ბავშვის აცრების კალენდარი - თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, 1-5 წლის ასაკში, აუცილებლად აცრან.

„ყველაფერს ფარავს სახელმწიფო. ვაქცინებს ჩვენ UNICEF-ის საშუალებით ვყიდულობთ. ეს არის ინგლისური კომპანიის მიერ ბელგიაში წარმოებული ვაქცინა“, - შენიშნა ამირან გამყრელიძემ.

28 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ 2019 წლის მაის-ივნისში საქართველოში წითელას საწინააღმდეგო 200 000 დოზა ვაქცინა შემოვა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წითელას ეპიდაფეთქება ჯერ კიდევ გრძელდება. ბოლო ორ თვეში გამოვლენილია 2065 შემთხვევა. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი მარაგი არსებობს.

XS
SM
MD
LG