Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერია „გადაუდებელი რეაგირების“ პროგრამის განხორციელებას იწყებს


ქუთაისის მერია
ქუთაისის მერია

„გადაუდებელი რეაგირების „ პროგრამა ითვალისწინებს ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ისეთი ოჯახების დახმარებას,რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო თუ ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებებით.

"წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ოჯახები, მიუხედავად ცალკეული დახმარებებისა, ისევ საჭიროებენ თანადგომას. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში იცხოვრებს არასრულწლოვანი, პილოტირებული ინიციატივის ფარგლებში, დახმარების მთხოვნელი ოჯახის საჭიროებას შეისწავლის და დასკვნა-რეკომენდაციას მოამზადებს World Vision – საქართველოს ბაზაზე არსებული რეაგირების ჯგუფი.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში საკითხი შეისწავლება და დასკვნა-რეკომენდაცია მომზადდება მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ოჯახის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის საფუძველზე", - ამბობს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თალთვაძე.

აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზანია არსებული რესურსის გაერთიანება და კოორდინირებული მოქმედება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის გასაძლიერებლად.

XS
SM
MD
LG