Accessibility links

site logo site logo

ლუკაშენკო: სააკაშვილი იბრძოდა ბელარუსისათვის ევროკავშირსა და აშშ-ში


„მოგწონთ ის, თუ არა, სააკაშვილი ბელარუსისათვის იბრძოდა ევროკავშირსა და ამერიკაში. თავის ხასიათიდან გამომდინარე ყველას არწმუნებდა: თქვენ არ იცნობთ ბელარუსს, არ იცნობთ ბელარუსის პრეზიდენტს, რატომ ახდენთ მათზე ზეწოლას“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ 1 მარტს. ადგილობრივი და უცხოური მედიისათვის, საზოგადო მოღვაწეებისა და ექსპერტების მონაწილეობით გამართულ „პრეზიდენტთან დიდი საუბრის“ დროს, ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 98 პროცენტი არ დაუჭერდა მხარს ბელარუსის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში, თუ რეფერენდუმზე მსგავსი საკითხი დადგებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG