მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას რომში ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგენი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ქართველი ემიგრანტების ერთმა ჯგუფმა ეს შეხვედრა "არა ძალადობას" - ამ შინაარსის პლაკატებით გააპროტესტა.
ემიგრანტების განცხადებით, ისინი ამ შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდნენ, თუმცა ისინი სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს.