Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე: ეროვნული ბანკი მაშანტაჟებდა


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

„ეროვნული ბანკი პრაქტიკულად, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მაშანტაჟებდა და გვაშანტაჟებდა მე და ბადრის“ - განაცხადა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

ხაზარაძის ინფორმაციით, შანტაჟი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან.

მამუკა ხაზარაძის თქმით, თავდაპირველად ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა „თიბისი ბანკი“ დაეჯარიმებინა 10 000 ლარით, რომელიც შემდეგ, როგორც ჩანს, ვიღაცამ დაუწუნა, რომ ცოტაა.

ხაზარაძის ინფორმაციით, მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უთხრა, რომ ჯარიმას არ გადაიხდიდნენ, რის შემდეგაც უკვე მილიონის გადახდა დააკისრეს და დამოუკიდებელ დირექტორებს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოთხოვეს განეხილათ მისი და ბადრი ჯაფარიძის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხი.

„თუ არა და, ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ, ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. ანუ პრაქტიკულად, დაგვემუქრნენ“ - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი ინფორმაციით, შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და უთხრა, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე მზად იყვნენ გადამდგარიყვნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის თანამდებობებიდან, რადგან პატივს სცემენ რეგულატორს და მასთან პრობლემა არასდროს შექმნიათ.

„მათ თქვეს, რომ არა, თქვენი თავმჯდომარეობა და მოადგილეობა არ არის საკმარისი, საბჭოდანაც უნდა წახვიდეთ“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე ინფორმაციით, ეროვნულ ბანკს თხოვეს წერილი იმის დასადასტურებლად, რომ „თიბისი ბანკის“ დაჯარიმება არ უკავშირდებოდა ფულის გათეთრებას, რაზეც WhatsApp-ით წერილობით უპასუხეს, რომ არანაირი კრიმინალური და ფულის გათეთრების საკითხი არ არის, ეხება ინტერესთა კონფლიქტს, თუმცა, ამ წერილის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ პარტნიორი ბანკებისთვის.

„დამიჯერეთ ბატონებო, ტყუილია რომ ვიღაცამ გადაგვაყენა, ვიღაცამ გადმოგვაყენა. ეს იყო ჩემო გადაწყვეტილება. გადავდექი იმის გამო, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

XS
SM
MD
LG