Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დასრულდა


საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა სერბიის ქალაქ ნოვი სადში, ევროპის ჩემპიონატზე შვიდი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველი მოჭიდავეები ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში ჩემპიონები გახდნენ. ოქროს მედლებს დაეუფლნენ ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ). გიორგი მელია (97 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო გუნდების დაჯილდოვების ცერემონიალით და საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. სოსო ჯაბიძის გაწვრთნილმა გუნდმა 178 ქულა მოაგროვა და 11 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ რუსეთის ნაკრებს. მესამე შედეგი კი თურქებს ჰქონდათ - 141 ქულა.

XS
SM
MD
LG