Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა დიდ დიღომში გაზის აფეთქების საქმეზე ბრალდებულები


დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება 2019 წლის 16 იანვარს მოხდა
დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება 2019 წლის 16 იანვარს მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა კომპანია „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი, რომლებიც სამსახურებრივ გულგრილობაში არიან ბრალდებულნი დიდ დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების საქმეზე.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შესახებ და გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს ბრალდებულების მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

კორპუსის მცხოვრებთა ინფორმაციით, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, თუმცა, ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა გაზის გაჟონვა არ დაადასტურეს.

XS
SM
MD
LG