Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი პაკისტანს მოუწოდებს გადაჭრით იმოქმედოს საზღვრის არეალში თავდასხმების გამო


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მოუწოდა პაკისტანს, როგორც მან თქვა, გადაჭრით იმოქმედოს სასაზღვრო არეალში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ.

სატელეფონო საუბრისას 9 მარტს, როჰანიმ უთხრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, რომ ისლამაბადის უმოქმედობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ორ ქვეყნის ურთიერთობაზე. ცნობას ავრცელებს სააგენტო ირნა.

13 თებერვლის თავდასხმისას ირანის ელიტური ისლამური რევოლუციური გვარდიის 27 წევრი მოკლეს თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად პაკისტანის საზღვართან.

პასუხიმგებლობა იკისრა სუნიტ ისლამისტთა ექსტრემისტულმა გაერთიანებამ, ჯეიშ-ალ-ადლმა, რომელიც აცხადებს, რომ ირანის ბალუჩების ეთნიკური უმცირესობის უკეთესი პირობისთვის იბრძვის.

ხანმა როჰანის უთხრა, რომ პაკისტანის ძალები მიუახლოვდნენ ტერორისტების სამალავს და სულ მალე შეიძლება ირანისთვის „კარგი ახალ ამბავი“ გავრცელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG