Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს მოუწოდებენ, ციხიდან გაათავისუფლოს ჩეჩენი უფლებადამცველი


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლი“ კვლავ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ციხიდან გაათავისუფლოს ჩეჩენი უფლებადამცველი ოიუბ ტიტიევი. „ამნესტი“ მართლმსაჯულების დაცინვად და „შეთითხნილად“ მიიჩნევს ტიტიევის გასამართლებას ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით.

ლონდონში დაფუძნებული ავტორიტეტიანი ორგანიზაცია რუსეთის მიმართ მორიგი მოწოდებით გამოვიდა 11 მარტს, როცა ჩეჩნეთის სასამართლოში უნდა დაწყებულიყო მხარეების დასკვნითი სიტყვით გამოსვლა.

ტიტიევი რუსეთის უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს ოფისის ხელმძღვანელია.

„მემორიალის“ ინფორმაციით, ბრალდების მხარემ მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, რომ ბრალდებულს შეუფარდოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 100 000 რუბლის ჯარიმა.

უფლებადამცველი 2018 წლის იანვარში დააკავეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, ტიტიევს ავტომანქანაში ჰქონდა 200 გრამამდე მარიხუანა.

ოიუბ ტიტიევი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. აშშ, ევროკავშირის წევრები, ევროპარლამენტი, და ევროსაბჭო გმობენ მის დაპატიმრებას.

XS
SM
MD
LG