Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოში პარკინგის საათობრივ ტარიფზე იმსჯელეს


თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ პარკინგისთვის ისეთი საათობრივი ტარიფი უნდა დაწესდეს, რაც ქალაქში საცობების პრობლემას მოაგვარებს და არა ისეთი, რომელიც „ყველასთვის მარტივი გადასახდელი იქნება“.

11 მარტს თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის კომისიის სხდომაზე კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირების საფასურის ოდენობის დადგენის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ტარიფის ოდენობასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.

„ყველა ვთანხმდებით იმ პრინციპზე, ტარიფი უნდა იყოს ისეთი, რომელიც განაპირობებს უფრო მეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებას და კერძო ავტომობილის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოყენებას, როდესაც ამისი აუცილებლობა არსებობს“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

წინასწარი ინფორმაციით, პარკინგის საათობრივი სისტემის 50 თეთრიდან დაიწყება. თუმცა ხმალაძის განსხვავებით, 50 თეთრი, შესაძლოა, ყველამ გადაიხადოს და შედეგი ვერ მოიტანოს.

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, სხვადასხვა უბნებში საშუალო ტარიფი შესაძლოა, საათში 1,5 ლარი იყოს. მომავალში კი, იმის მიხედვით, თუ რამდენად მოთხოვნადია გარკვეული ქუჩა, ქალაქი ზინებად დაიყოს და ტარიფის ოდენობაც ისე განისაზღვროს.

პარკინგის საათობრივი ტარიფის ახალი სისტემა თავდაპირველად კოტე აფხაზის ქუჩაზე, 1 ივლისიდან ამოქმედდება.

XS
SM
MD
LG