Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2018 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაიღუპა წინა წელზე ორჯერ ნაკლები სამოქალაქო პირი


2018 წელს 55 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 224 დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად. ამ მონაცემებით, ფაქტობრივად, განახევრებულია მსხვერპლის რიცხვი წინა წელთან შედარებით.

მონაცემები ასახულია უკრაინაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც სამშაბათს წარმოადგინეს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ანგარიში არ მოიცავს ინფორმაციას მსხვერპლზე უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებისა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების რიგებში.

აღმოსავლეთ უკრაინაში ხუთი წლის წინ დაწყებულმა კონფლიქტმა, მთლიანობაში, შეიწირა 13 ათასამდე ადამიანის, მათ შორის 3 ათასამდე სამოქალაქო პირის სიცოცხლე.

2015 წლის თებერვალში მინსკის შეთანხმებებზე ხელმოწერის შემდეგ, რეგიონში იკლო საბრძოლო მოქმდებების ინსტენსივობამ. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში, პრაქტიკულად, ყოველ დღე აღირიცხება სროლა და შეიარაღებული დაპირისპირება. წლის განმავლობაში რამდენჯერმე ცხადდება ზავი, რომლის დარღვევაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო ასეთი შეთანხმება 8 მარტს გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG