Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ლიდერი აშშ-ს მოუწოდებს, ჯერ ნუ გაიყვანს სამხედრო კონტინგენტს ამ ქვეყნიდან


ავღანეთის აღმასრულებელი ლიდერის, აბდულა აბდულას აზრით, თალიბანი პროპაგანდისათვის იყენებს აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებას და ვაშინგტონმა ავღანეთში უნდა დატოვოს თავისი სამხედრო კონტინგენტი, სანამ კონფლიქტი ოფიციალურად არ მოგვარებულა.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, აბდულამ განაცხადა ასევე, რომ ავღანელები „შეშფოთებული“ არიან აშშ-თალიბანის მოლაპარაკების პროცესში ქაბულის მთავრობისთვის გვერდის ავლით. თუმცა, მისივე თქმით, ამ გარემოებას არ გამოუწვევია განხეთქილება ქაბულსა და ვაშინგტონს შორის.

„თალიბანს სურს ამ სამშვიდობო მოლაპარაკების გამოყენება პოლიტიკური და პროპაგანდისტული მიზნებისათვის“, აღნიშნავს აბდულა.

მასთან ინტერვიუს ფონს ქმნის აშშ-თალიბანის მოლაპარაკება ყატარის დედაქალაქ დოჰაში იმ მიზნით, რომ ბოლო მოეღოს ავღანეთში თითქმის 18 წლის წინ დაწყებულ ომს. მოლაპარაკების ამჟამინდელი რაუნდი 25 თებერვალს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG