Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კვარაცხელიას ნათესავს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა


თამუნა ფიფია

ოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ნათესავს თამუნა ფიფიას არ სჯერა აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

თამუნა ფიფიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ირაკლი კვარაცხელია თავს არ მოიკლავდა, რადგან მორწმუნე იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონასტერშიც ცხოვრობდა.

ფიფიასთვის უცნობია, როდის და რატომ აღმოჩნდა ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნათესავის ინფორმაციით, კვარაცხელიას სახლი, რომელიც გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში მდებარეობს, დამწვარია და საცხოვრებლად არ გამოდგება.

ირაკლი კვარაცხელია დევნილის სტატუსით რეგისტრირებული იყო სენაკში, დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში, თუმცა, ბოლო წლებში იქ აღარ ცხოვრობდა.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, გალის რაიონში დაკავებულმა ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

აფხაზეთის დევნილი, ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, კვარაცხელია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და სოფელ ნაბაკევში მდებარე რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG