Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კანონმდებლები მიულერის ანგარიშის გამოქვეყნებას უჭერენ მხარს


აშშ-ის კანონმდებლებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომლის თანახმად, საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის ზედამხედველობით მიმდინარე გამოძიების ანგარიში რუსეთის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს კონგრესში და საჯაროდაც.

ამ ნაბიჯით ზეწოლა მოხდება გენერალურ პროკურორ უილიამ ბარზე, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გავრცელდეს გამოძიების გარშემო.

რეზოლუციას, რომლის შესრულება არაა სავალდებულო, მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 420-მა დეპუტატმა. 14 მარტის სესიაზე რესპუბლიკური პარტიის მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა არც მხარი დაუჭირა და არც მიემხრო რეზოლუციას.

პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარემ, ჯეროლდ ნადლერმა განაცხადა, რომ „რეზოლუცია მნიშვნელოვანია, რადგან არაერთი შეკითხვა და კრიტიკა გაისმა გამოძიების მიმართ პრეზიდენტისა და მის ადმინისტრაციის მხრიდან“, და ამიტომ, თქვა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, კონგრესი სრული გამჭვირვალობის პრინციპზე უნდა დადგეს.

მიულერს არ განუცხადებია, როდის გამოქვეყნდება ანგარიში და კვლავ გასარკვევი რჩება, რა ნაწილს გამოაქვეყნებს ამ ანგარიშისა და რას არა. მიულერის მანდატის თანახმად, მან ანგარიში უნდა გადასცეს გენერალურ პროკურორს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.

ბარმა იანვარში თქვა, რომ ის სერიოზულად ეკიდება იმ ნორმას, რომ მიულერის ანგარიში კონფიდენციალური უნდა იყოს. მიულერის გამოძიება ეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირეებისა და რუსეთის შესაძლებელ კოორდინაციას, რამაც ჩრდილი მიაყენა მის პრეზიდენტობას თითქმის თავიდანვე. ტრამპი ამბობს, რომ არასოდეს უმუშავია რუსეთთან და გამოძიებას უწოდებს „დიდ მსუყე ტყუილს“.

XS
SM
MD
LG