Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: ხურვალეთში ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან საოკუპაციო ძალები


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთთან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიზე იმყოფებიან.

სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს , ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. მათი თქმით, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG