Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ ვეტოს დაადებს სენატის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ


აშშ-ის სენატმა, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, 14 მარტს კენჭი უყარა მექსიკის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიღებული დეკლარაციის გაუქმებას. აშშ-ის პრეზიდენტი დეკლარაციით მიზნად ისახავს მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობისათვის საჭირო თანხების მიღებას. იუწყებიან, რომ სენატის დემოკრატიულ უმცირესობასთან ერთად ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ასევე 12-მა რესპუბლიკელმა.

სენატში გამართული კენჭისყრის დროს, 59 ხმით 41-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტისათვის სერიოზულ საყვედურს მოასწავებს, მაგრამ დონალდ ტრამპი უკან დახევას არ აპირებს. მან ტვიტერში დაწერა ერთი სიტყვა „ვეტო“, რაც ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი ვეტოს დაადებს სენატის გადაწყვეტილებას, რომლის გადასალახავად დემოკრატები სენატში ვერ შეძლებენ 2/3-ის მოგროვებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც კონგრესმა უარი თქვა 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე კედლის მშენებლობისათვის, რომელმაც, პრეზიდენტის აზრით, ხელი უნდა შეუშალოს ქვეყანაში არალეგალური მიგრანტების და ნარკოტიკების შემოდინებას.

XS
SM
MD
LG