Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ორი სასაზღვრო სოფლის ევაკუაცია მოხდა სისხლიანი დაპირისპირების გამო


სამხედრო პატრული ბატკენში
სამხედრო პატრული ბატკენში

ყირგიზეთის ხელისუფლებამ მეზობელი ტაჯიკეთის საზღვართან მდებარე ორი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა ამ არეალში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების გამო. ხელისუფლების 15 მარტის განცხადების თანახმად, აკ-საისა და კოკ-ტაშის მოსახლეობა ქალაქ ბატკენში გახიზინეს.

არეულობა 13 მარტს მოჰყვა ყირგიზეთის მიერ გზის მშენებლობის განახლებას ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვრის სადავო მონაკვეთზე.

ჩხუბის შედეგად სულ მცირე ორი ტაჯიკი დაიღუპა, დაიჭრა რამდენიმე ათეული, როგორც ყირგიზი, ისე ტაჯიკი.

ხელისუფლებას რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალის მობილიზება დასჭირდა. იუწყებიან, რომ ვითარება ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ჯერჯერობით დაძაბული რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG