Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნიუ-იორკ ტაიმსი“: ხაშოგის მკვლელები ადრეც იტაცებდნენ და აწამებდნენ ხალხს


საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მოჰამედ ბინ სალმანმა, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე დაამტკიცა საიდუმლო განყოფილების შექმნა, რომელიც დაკავებული იყო ოპოზიციონერების და დისიდენტების დევნით, მათი თვალთვალიდან დაწყებული, მკვლელობით დამთავრებული.

ამის თაობაზე იტყობინება „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით. ამ „რაზმის“ ნაწილს წარმოადგენენ პირები, რომლებიც ბრალდებული არიან შარშან ოქტომბერში, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ხაშოგის მკვლელობაში.

2017 წლიდან მოყოლებული ეს ჯგუფი მონაწილეობდა ათამდე სპეცოპერაციაში, ამტკიცებენ აშშ-ის ოფიციალური პირები, რომლებმაც ვინაობა არ გაამხილეს და რომლებიც სპეცსამსახურების დოკუმენტებს იცნობენ. მისი წევრები, კერძოდ, იტაცებდნენ საუდის არაბეთის საზოგადო მოღვაწეებს, ბლოგერებს, რომლებიც სხვა არაბული ქვეყნებიდან აკრიტიკებდნენ სამეფოს პოლიტიკას. გამოცემა ამტკიცებს, რომ ისინი შემდეგ დაკავებული ჰყავდათ სამეფო ოჯახის საკუთრებაში მყოფ შენობებში, აწამებდნენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ ისინი.

სტამბოლის საკონსულოში ხაშოგის მკვლელობას მოჰყვა რისხვა და აღშფოთება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საუდის არაბეთის იძულებული გახდა, რომ ეღიარებინა მკვლელობის ფაქტი, რადგან თურქეთს ამის მტკიცებულება ჰქონდა. სამეფოს ხელისულება თუმცა, აცხადებს, რომ ჟურნალისტის მკვლელები საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებდნენ და არა პრინცის ბრძანების თანახმად. ხაშოგის მკვლელობაში 11 ეჭვმიტანილს ერ-რიადში ასამართლებენ. თურქეთი ესწრაფვის, გადასცენ მას ეს პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG