Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის პოლიცია: უტრეხტში სროლაში ეჭვმიტანილი არის 37 წლის თურქული წარმოშობის მამაკაცი


უკანასკნელი მონაცემებით, ნიდერლანდის ქალაქ უტრეხტში სროლაში ეჭვმიტანილი, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ, არის თურქეთში დაბადებული 37 წლის გოკმან ტანისი.

ქალაქში მიღებულია უსაფრთხოების ზომები, იცავენ სკოლებსა და მეჩეთს. დროებით შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის ხარისხი მაქსიმუმამდე გაზარდეს.

პოლიციის თანახმად, ეჭვმიტანილმა რამდენიმე ადგილზე გახსნა ცეცხლი. ეს საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულმა კოორდინატორმა პიტერ-იაპ ალბერსბერგმა.

მანამდე იტყობინებოდნენ სროლის შესახებ ტრამვაიში, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG