Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ოდიშარია გამოაცოცხლებს კომიტეტს - მამუკა მდინარაძე


პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს, დიდი ალბათობით, ბექა ოდიშარია შეცვლის. ამ თანამდებობაზე ბექა ოდიშარიას არჩევის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

საპარლამენტო უმრავლეობის რიგებიდან წასვლის მიუხედავად, ზვიად კვაჭანტირაძეს საპარლამენტო პოსტი არ დაუტოვებია.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თავის დროზე კვაჭანტირაძე პარლამენტმა სწორედ უმრავლესობის წარდგენით აირჩია. დეპუტატის თქმით, სწორედ ამიტომ მოხდება ზვიად კვაჭანტირაძის გადარჩევა და მის ნაცვლად ბექა ოდიშარიას არჩევა.

“ვიმსჯელეთ კომიტეტის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე. ვიმსჯელეთ და განიხილება ჩემი მოადგილის ბექა ოდიშარიას კანდიდატურა და პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ბატონო კვაჭანტირაძე აღარ წარმოადგენს უმრავლესობას და უმრავლესობას ეკუთვნის ადგილები კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე და ვფიქრობ, ბექა ოდიშარია გამოაცოცხლებს ამ კომიტეტს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

XS
SM
MD
LG