Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში პირობითი სასჯელი შეუფარდეს ჟურნალისტ ანარ მამადოვს


აზერბაიჯანის სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა დამოუკიდებელ ჟურნალისტ ანარ მამადოვს, რომელიც დამნაშავედ ცნო სახელმწიფოს წინააღმდეგ საჯარო მოწოდებებით გამოსვლაში, პროფესიული მოვალეობით ბოროტად სარგებლობასა და ფალსიფიკაციაში.

მამადოვი ვებპორტალ criminal.az-ის რედაქტორია.

ჟურნალისტს მიუსაჯეს 5,5 წლით პატიმრობა ორწლიანი გამოსაცდელი პერიოდით, რომლის განმავლობაშიც ის ვერ შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს და ვერ გაემგზავრება აზერბაიჯანიდან.

გენერალურმა პროკურატურამ შარშან დაიწყო გამოძიება მამადოვის საქმეზე. მას ბრალად წაუყენეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის, განჯის მერზე თავდასხმის, ისევე როგორც ქალაქ მინგეჩაურში ელექტროენერგიით მომარაგების შეჩერების შესახებ.

მამადოვი აღნიშნავს, რომ მისი ვებსაიტი აქვეყნებდა სხვა წყაროებით გავრცელებულ მასალებს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის მთავრობები აზერბაიჯანის პრეზიდენტს აკრიტიკებენ ოპონენტების ხმის ჩასახშობად დაუსაბუთებელი ბრალდებებით მათი დევნის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG