Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანმა რომან გოცირიძეს "გოციკოები" გაახსენა


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

“თქვენ ბრძანეთ, ხომ არ მივბაძოთ ნაზარბაევს და ნურსულთანი რო დაარქვაო ასტანასო, იუსტიციის სამინისტროსაცო დავარქვათო თეაო. მე არ ვიცი, ამაზე ახლა რა პასუხი უნდა გაგცეთ. კაცია და გუნება. მე მგონი რომ არ არის კარგი აზრი, მაგრამ თუ გნებავთ, გააკეთეთ. არ არის პრობლემა.

იცით, რა არის ბატონო რომან, ცოტა სხვა რაღაცა მაფიქრებინა ამან. არ ვიცი, თუ არ გეწყინებათ გეტყვით, ჩვენ გვქონდა წარსულში, როდესაც მე ბავშვი ვიყავი, დრო, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს და არ ვიცი რამდენად კარგი აზრია,"- უთხრა მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ რომან გოცირიძეს.

დღეს, 20 მარტს პარლამენტში სამთავრობო საათის ფორმატში მისული იუსტიციის მინისტრისთვის რომან გოცირიძემ კითხვის დასმის დროს ასეთი რეპლიკა გააკეთა: ასტანას ნურსულთანი დაარქვეს და ჩვენც იუსტიციის სამინისტროსთვის თეა ხომ არ დაგვერქმიაო.

დაწერეთ კომენტარი

ციტატები

XS
SM
MD
LG