Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქობულია: „სახლის გატეხვაზე ვერაფერს გეტყვით, ეს პირადი კითხვაა“


გიორგი ქობულია
გიორგი ქობულია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია წყნეთში მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„პირად ცხოვრებაზე კითხვებს ნუ დამისვამთ, სახლის გატეხვაზე ვერაფერს გეტყვით, ეს პირადი კითხვაა“,- ასე უპასუხა მან რუსთავი 2-ის კორესპონდენტს შეკითხვაზე, რა წაიღეს ქურდებმა მისი საცხოვრებელი სახლიდან.

წყნეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე, N 20-ში გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის თანახმად, ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და სახლიდან ნივთებია წაღებული.

ინფორმაცია რუსთავი 2-ს გიორგი ქობულიას მეზობლებმა დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ შეტყობინება ქურდობის შესახებ უწყებაში არ შესულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG